დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით,რომ ვიმუშავეთ დიფერენცირებაზე. რაც უდაოდ რთული საკითხია.ადვილია აქტივობების დიფერენცირებული დანაწილება,მაგრამ ძნელია შემდეგ მისი შეფასება.
შემოთავაზებული აქტივობები რა თქმა უნდა დამეხმარება ჩემ პრაქტიკულ მუშაობაში. მაგალითად:
ვისაუბრეთ მოსწავლეთა მხარდაჭერაზე და დავამზადეთ შაბლონები,რომელიც
მოსწავლეს დაეხმარება შეასრულოს დავალება,ისე რომ მიმართულებას არ ასცდეს.
ფასილიტაციაში იგულისხმება სწორი მიმართულების მიცემას, რომელიც დამეხმარება ვასწავლო დაკვირვება შესრულებულ დავალებაზე.დღევანდელმა დღემ დამაფიქრა იმაზე თუ
როგორ უნდა მივუდგე თითოეულ მოსწავლეს,რომ გავუადვილო მას დასწავლის პროცესი.
No comments:
Post a Comment