Thursday, April 21, 2016

მე-9 დღე

დღევანდელი დღე ყველაზე საინტერესოდ წარიმართა,რადგან ეს იყო პროექტის ფარგლებში შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია.ყველა პედაგოგის მიერ შესრულებული პროექტი საინტერესოდ და ორიგინალურად იქნა წარმოდგენილი.
ჩემთვის ნაყოფიერი ,კოლეგებისგან მივიღე ბევრი საინტერესო იდეა,რასაც აუცილებლად დავნერგავ ჩემ შემდგომ მუშაობაში.მადლობა თქვენ შორენა,თქვენი დროული მითითებებით და დახმარებებით ვფიქრობ შევძელი ასეთი რთული დავალებებისთვის თავის გართმევა.

Tuesday, April 19, 2016

მე-8დღე

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით,რომ ვიმუშავეთ დიფერენცირებაზე. რაც უდაოდ  რთული საკითხია.ადვილია აქტივობების დიფერენცირებული დანაწილება,მაგრამ ძნელია შემდეგ მისი  შეფასება.
 შემოთავაზებული აქტივობები რა თქმა უნდა დამეხმარება ჩემ პრაქტიკულ მუშაობაში. მაგალითად:
ვისაუბრეთ მოსწავლეთა მხარდაჭერაზე და დავამზადეთ შაბლონები,რომელიც მოსწავლეს დაეხმარება შეასრულოს დავალება,ისე რომ მიმართულებას არ ასცდეს.
ფასილიტაციაში იგულისხმება   სწორი მიმართულების მიცემას, რომელიც დამეხმარება ვასწავლო  დაკვირვება შესრულებულ დავალებაზე.დღევანდელმა დღემ დამაფიქრა იმაზე თუ როგორ უნდა მივუდგე თითოეულ მოსწავლეს,რომ გავუადვილო მას დასწავლის პროცესი.


Thursday, April 14, 2016

მე-7დღე

დავწყვილდით და მოსწავლის ნამუშევრებზე გავაკეთეთ კომენტარები.
ვიმუშავეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასებაზე, ჩამოვაყალიბეთ მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები.დროში გაწერილი გეგმის დახმარებით შევავსეთ სასწავლო პროექტის შეფასების გეგმა.

Tuesday, April 12, 2016

მე-6 დღე

დღევანდელი დღე საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით,რომ ვიმუშავეთ მოსწავლის ნამუშევრის შექმნაზე,რამაც დამაფიქრა იმაზე,თუ რა დავავალო მათ,რა კრიტერიუმები მივცე იმისთვის,რომ შექმნან ვორდის დოკუმენტი.რომ უნდა მივუთითო კონკრეტულად,მივაწოდო ინფორმაცია, სად მოიძიონ საჭირო მასალა.რომ მათთვის საინტერესო იყოს დავალებაზე მუშაობის პროცესი.

პრეზენტაცია

Thursday, April 7, 2016

მე-5 დღე

დღევანდელი დრე საინტერესო იყო იმით,რომ თავი მოვუყარეთ აქმდე დაგროვილ მასალას.პოვერპოინტით მოვახდინეთ საწავლო პრეზენტაციის შექმნა,ასევე ვებ გვერდებზე შესვლა და მოსწავლეებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება,საავტორო უფლებების დაცვა.

Tuesday, April 5, 2016

მე-4 დღე

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით,რომ ვიმუშავეთ პროექტის სასწავლო პროცედურებზე,სქემის ვიცი,მინდა ვიცოდე,გავიგე ,გამოყენებით წინარე ცოდნის შეფასება,რომელიც დამეხმარაება  მოსწავლის შემდეგ ფაზაზე გადაყვანაში.